ჯევერს ქონსთრაქშენი

geverse-a-block

Geverse Batumi Complex – Block A

Geverse Batumi Complex – Block A

ახალი, მყუდრო, საიმედო, ხარისხიანი, ინოვაციური – სამშენებლო კომპანია “ჯევერს ქონსთრაქშენის” მიერ აშენებული თანამედროვე საცხოვრებელი Geverse Batumi Complex ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარეობს. ჩანაფიქრიდან იდეის განხორციელების ბოლო ეტაპამდე, პროექტის ხელმძღვანელების პრიორიტეტი ნებისმიერი გემოვნების ადამიანის მოთხოვნილების გათვალისწინება, ყოველდღიურობის გამარტივება და თითოეულ მაცხოვრებელზე მორგებული გარემოს შექმნა იყო.

კომპლექსის A ბლოკის მშენებლობა 2017 წლის ივლისში დაიწყო და დათქმულ დროში, ანუ 2019 წლის მაისში დასრულდა. მაქსიმალურად კომფორტული და პრაქტიკული დიზაინით დაპროექტებული 14 სართულიანი შენობა 47 ბინას აერთიანებს. კორპუსს ერთი სადარბაზო აქვს, რომელსაც 2 ლიფტი ემსახურება – სატვირთო და სამგზავრო. თითოეულ სართულზე 2-4 ბინაა, რაც პროექტის უპირატესობას წარმოადგენს. ბინების ფართი კი 35 კვადრატული მეტრიდან იწყება და 120 კვადრატულ მეტრამდე ადის. კორპუსი უზრუნველყოფილია მიწისქვეშა ავტოსადგომითა და კეთილმოწყობილი ეზოთი.

მშენებლობა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, სამშენებლო სფეროს ლიდერი კომპანიის, „ანაგის“ მიერ შესრულდა. სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ მხოლოდ გამოცდილი პროფესიონალები. სამუშეოები ჩატარებულია თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით. კერძოდ, რკინა-ბეტონის სამუშაოების დროს, ვერტიკალური ელემენტებისათვის (დიაფრაგმები, კოლონები) გამოყენებული იქნა თანამედროვე ტიპის ე.წ საქარგილე მასალები (ყალიბები) რაც ხელს უწყობს ვერტიკალური ელემენტების იდეალურ სისწორესა და გამძლეობას. შერჩეული მასალა გამოირჩევა მედეგობითა და ენერგოეფექტურობით.

რაც შეეხება გარე სამუშაოებს, ფასადზე შესრულებულია სალესი და სამღებრო სამუშაოები, კედლების დამუშავებით, 5 სმ სისქის დათბუნებითა და სპეციალური სილიკონიანი საიზოლაციო საღებავით, რითაც მაქსიმალური ეფექტის მიღებაა შესაძლებელი. პირველი და მეორე სართულის ფასადი მოპირკეთებულია ბაზალტის ბუნებრივი ქვით, რაც ექსტერიერს უფრო დახვეწილს ხდის. საცხოვრებელ სართულებზე მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარაა, ხოლო პირველ და მეორე სართულზე მაღალი ხარისხის ალუმინის ვიტრაჟებია. თითოეულ ეტაპზე გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რაც პირვანდელი იერის ხანგრძლივად, ათეულობით წლის განმავლობაში შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

A ბლოკის განსაკუთრებული მახასიათებელია ტექნიკური ოთახი, რაც კორპუსის დაპროექტების ეტაპზევე იქნა ჩაფიქრებული და წარმატებით განხორციელებული. საუბარია იზოლირებულ სივრცეზე, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის, წყლის, გაზის მრიცხველებისა და კონდიციონერების გარე აგრეგატების განსათავსებლად. აღნიშნული გადაწყვეტა იძლევა თითოეულ ბინაში ადგილის ეკონომიის საშუალებას და მათ დახვეწილობასა და სიმყუდროვეს მატებს. მსგავსი სივრცის აუცილებლობას ზრდის ის ფაქტიც, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით შენობების ფასადებზე, გარდა აივნებისა, კონდიციონერის დამონტაჟება აკრძალულია. ეს ტექნიკურ ოთახს კიდევ უფრო ფუნქციურსა და საჭიროს ხდის.

კორპუსი სრულად აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს, დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა, ორიენტირებულია კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის (სსმპ).

მობინადრეები სარგებლობენ ისეთი ინფრასტრუქტურული უპირატესობებით, რომელთაც მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების შემთხვევაში იშვიათად ვხვდებით. ესენია:

  • რესეფშენი, კონსიერჟის 24 საათიანი მომსახურება;
  • ვიდეოკონტროლი 24/7;
  • დაცვის სამსახური 24/7;
  • დალაგების სერვისი;
  • კომერციული ზონა;
  • ბინის ჭერის სიმაღლე 3 მ, ხოლო ბოლო ორ სართულზე 3.2;
  • პარკინგი;
  • ღია სივრცე კომპლექსის სახურავზე.

„ჯევერს ქონსთრაქშენის“ მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შენობის გამძლეობას კატასტროფებისა და მეტეოროლოგიური სირთულეების დროს. იგი აკმაყოფილებს სეისმურ კოეფიციენტს, რომელიც სახელმწიფოს მიერ შემუშავებული რეგულაციებით ბათუმისთვისაა განსაზღვრული (შენობის მედეგობა 7 ბალზე). რთულ მეტროლოგიურ პირობებთან გასამკლავებლად კი A ბლოკი აღჭურვილია შესაბამისი სანიაღვრე სისტემით, რაც გამორიცხავს წყლის შენობაში მოხვედრას, ან ეზოსა და პარკინგის დატბორვას.

A ბლოკის კიდევ ერთი უპირატესობა მისი მდებარეობაა – ზღვისა და მთის შერწყმული ხედები, გამწვანებული გარემო, სიახლოვე ზღვასთან, პარკთან, კომერციულ დაწესებულებებთან, საბავშვო ბაღებთან და სკოლებთან.

კორპუსი უკვე ექსპლუატაციაშია, ყველა ბინა გაყიდულია და შესაბამისად, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს.

Project Info

ka_GE