ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები
ზოგადი ინფორმაცია
წინამდებარე ვებგვერდი წარმოადგენს შპს “ჯევერს ქონსთრაქშენის” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 445671773) („კომპანია“) საკუთრებას. კომპანია თავად არეგულირებს ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს.
ვებგვერდზე სტუმრობით, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის / მომსახურების გამოყენებით, ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების დაფიქსირებით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების წესებს და პირობებს.
წინამდებარე წესები და პირობები შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს კომპანიის მიერ, გარკვეული პერიოდულობით. აღნიშნული ცვლილებები ან/და განახლებული წესები და პირობები დაფიქსირდება მოცემულ ვებგვერდზე.
შეგროვებული ინფორმაცია
წინამდებარე ვებგვერდის გამოყენების პროცესში, ჩვენი მომხმარებლების შესახებ შესაძლოა შევაგროვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, დაინტერესების სფერო, საქმიანობის სფერო ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ემსახურება თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოწოდებას ან/და მომსახურების გაწევას.
ინფორმაციის გამოყენების მიზანი
ჩვენი მომხმარებლების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნებისთვის:
- თქვენთან ურთიერთობისთვის;
- თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ან/და თქვენთან თანამშრომლობის დამყარების მიზნით;
- ჩვენი ბიზნეს საქმიანობის განვითარების მიზნით;
- ჩვენი მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ მომხმარებლების / პოტენციური მომხმარებლების მოსაზრების, რჩევებისა და რეკომენდაციების მიღებისა და დამუშავების მიზნით;
- მომხმარებელთა პრეტენზიებსა და საჩივრებზე რეაგირების მიზნით;
- ასევე კომპანიის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების, მისი გაადვილების, კომპანიის საქმიანობის სპეციფიკის, კომპანიაზე მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების, მომსახურების გაწევის მიზნებით.
- ნებისმიერი სხვა ლეგიტიმური მიზნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
კომპანიის მიერ მომხმარებლებისგან შეგროვებული პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. კერძოდ:
- რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
- რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი;
- რა არის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
- ასევე თქვენ როგორც მონაცემთა სუბიექტს უფლება გაქვთ თქვენი პერსონალური (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
მონაცემების შენახვა ხორციელდება არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან/ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 3 წლისა (გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა). მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს კომპანიას და განახორციელოს მისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებების რეალიზება.
შპს ჯევერს ქონსთრაქშენს ჰყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელსაც მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მიმართოს მისი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების რეალიზების მიზნით, კერძოდ მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მის მეილზე წერილობით, ოფიცერი შემსრულებლის მოთხოვნაზე, მიმართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს პასუხს, ოფიცრის მონაცემები: – გიორგი შერმადინი, საკონტაქტო მეილი legal@safco.ge.