ბათუმის ცენტრში, ზღვიდან 900 მეტრში, მშვიდ და პრესტიჟულ უბანში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე Geverse Batumi Complex B ბლოკი სამშენებლო კომპანია „ჯევერს ქონსთრაქშენის“ მორიგი წარმატებული პროექტია, რომელიც 2021 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა.
ესთეტიკურობითა და სახასიათო სტილით გამორჩეული საცხოვრებელი კორპუსის არქიტექტურული გადაწყვეტა მთლიანად თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებზეა მორგებული.
14-სართულიან კორპუსს ორი სადარბაზო აქვს, ჯამში 143 ბინით. თითოეულ სადარბაზოში კი 2 ლიფტია – სამგზავრო და სატვირთო. ბინების გარდა, შენობა აერთიანებს 6 კომერციულ ფართს, 25 ადგილზე გათვლილ მიწისქვეშა ავტოსადგომს, დამატებით 10 გარე ავტოფარეხს, გამწვანებულ ეზოსა და ღია სივრცეს კომპლექსის სახურავზე.
„ჯევერს ქონსთრაქშენის“ წინა პროექტის – Geverse Batumi Complex A ბლოკის მსგავსად, B ბლოკის დაგეგმარებისასაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კორპუსის თითოეულ სართულზე ტექნიკური ოთახის განთავსების თაობაზე. აღნიშნული სივრცის წყალობით, ბინებში დაიზოგა ადგილი და დაიხვეწა ვიზუალი, ვინაიდან მრიცხველებმა და კონდიციონერების აგრეგატებმა ბინებიდან სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სივრცეში გადაინაცვლეს. ამან კი აპარტამენტების ფართობის უფრო ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა გააჩინა.
ბინების ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია მაღალი ჭერი, რაც მეტ თავისუფალ სივრცეს ქმნის და ინტერიერის უკეთ აღქმის შესაძლებლობას იძლევა. თითოეულ ბინაში ჭერის სიმაღლე 3 მეტრია, ხოლო ბოლო ორ სართულზე – 3.2 მეტრი. კიდევ ერთი უპირატესობა კი ვრცელი სამზარეულოა. აპარტამენტები მორგებულია სხვადასხვა საჭიროებაზე და მათი ფართობი 33 მ2-დან და 157 მ2-მდეა.
მოსახლეობა სარგებლობს კორპუსის დალაგების სერვისით, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს რესეფშენი, კონსიერჟი, დაცვა და ვიდეოკონტროლი. აღნიშნული შეთავაზებები ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბინების ისეთი მფლობელებისთვისაც, რომლებიც აპარტამენტების გაქირავებით არიან დაინტერესებულნი. ამ მხრივაც, Geverse Batumi Complex -ში ბინის შეძენა საუკეთესო ინვესტიციაა.
B ბლოკი გამოირჩევა სამშენებლო მასალისა და ინფრასტრუქტურის ხარისხით. პროექტი, სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, ინკლუზიური ხელმისაწვდომობის, ენერგოეფექტურობისა და უსაფრთხოების კუთხით. შენობის მედეგობა გათვლილია 7 ბალიან მიწისძვრაზე, როგორც ამას ბათუმისთვის განსაზღვრული სეისმური კოეფიციენტი და შესაბამისი რეგულაციები მოითხოვს. უხვი ნალექისა და უამინდობისაგან გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად უზრუნველყოფილია მაღალი გამტარუნარიანობის მქონე სანიაღვრე სისტემა, რაც როგორც კორპუსის, ისე მისი ეზოს დატბორვას გამორიცხავს. ენერგოეფექტური მასალისგან ნაშენები კედლები კი ზამთრის ყინვისგან თავის დაცვისა და კომუნალური ხარჯების დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.
B ბლოკი „ჯევერს ქონსთრაქშენმა“ საკუთარი სახსრებითა და ბაზარზე ხანგრძლივი პოზიციონირების შედეგად მიღებული მდიდარი კვალიფიკაციით ააშენა. დასაქმებულ პერსონალს მსგავსი კონცეფციის მშენებლობაზე მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება გააჩნია. კვალიფიციური მუშახელი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელთაც ღირსეულ სამუშაო პირობებს სთავაზობს.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დასაქმებული ადამიანების შრომით უსაფრთხოებას და ამის უზრუნველსაყოფად არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. პერსონალმა, რეგულაციების შესაბამისად, გაიარა ტრენინგები უსაფრთხოების სერტიფიცირებულ მენეჯერთან, რომელიც მთელი მშენებლობის პროცესში აზღვევდა რისკებს და ადგენდა შესაბამის დოკუმენტაციას. მშენებლები რეგულარულად მარაგდებიან სპეცტანსაცმლითა თუ აღჭურვილობით, რაც სამუშაო პროცესში მათი მაქსიმალური დაცულობისთვისაა საჭირო.
B ბლოკის მობინადრეები ისიამოვნებენ როგორც მთის, ისე ზღვის ხედებითა და ზღვასთან სიახლოვით. კორპუსთან ახლოა ყველანაირი საჭირო დაწესებულება. Geverse Batumi Complex იძლევა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას და მაქსიმალურად უზრუნველყოფს მაცხოვრებლების კომფორტს.
კომპლექსში ბინების დიდი უმრავლესობა უკვე გაყიდულია.