26 მაისის №50, ბათუმი, საქართველო
(+995) 514 11 44 11
LIVE CAMERA
  • პროექტები
  • გალერეა
  • ჩვენს შესახებ
  • პირობები
  • პარტნიორები
  • სად?
  • კონტაქტი
arrow-downგადმოწერეთ სართულების გეგმა
აირჩიეთ სართული
arrow-downგადმოწერეთ სამუშაო ვერსია
arrow-downგადმოწერეთ პროექტის პრეზენტაცია

GBC-ს აღწერა
Block A:

  • 1 სადარბაზო
  • 2 ლიფტი - სამგზავრო, სატვირთო
  • კომერციული ფართი
  • პარკინგი
  • რესეპშენი
  • ტექნიკური ზონები
  • ღია სივრცე კომპლექსის სახურავზე
  • ჭერის სიმაღლე – 3 მეტრი
  • მიყვანილი კომუნიკაციები
  • ინტერნეტი და ტელევიზია
  • კონსიერჟთან სატელეფონო კავშირი 24/7
  • ვიდეოკონტროლი 24/7
  • დაცვა 24/7
  • დამლაგებელი
მთავარი » პროექტი GBC - Block A

მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი - GBC

Geverse Batumi Complex-ის უდაო უპირატესობები და თვისებები 

Geverse Development-ი ჩამოყალიბების დღიდან, ისწრაფის შექმნას მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტი უძრავი ქონების სფეროში, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლის ყველა მოთხოვნას. შესაბამისად, როდესაც ვირჩევდით სამშენებლო კომპანიას, 26 მაისის 50-ში სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად, ჩვენ ავირჩიეთ „ანაგი“ - ლიდერი სამშენებლო ბაზარზე საქართველოში. „ანაგმა” სახელი გაითქვა როგორც საიმედო, პროფესიონალური და პასუხისმგებლიანი სამშენებლო კომპანია.

საცხოვრებელი სახლის პროექტი შეიმუშავეს აჭარის ერთ-ერთმა საუკეთესო არქიტექტორებმა, იმ ყველა დეტალის გათვალისწინებით, რომელსაც «პრემიუმ კლასის» ბინა მოითხოვს. მშენებარე კორპუსი აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს, დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომები, ორიენტირებულია კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე და არის ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის (სსმპ)

მშენებარე ბინების  ე.წ. «ჭკვიანი» განლაგება, იძლევა კორპუსის ფართობის ეფექტურად გამოყენების საშუალებას. ვრცელი სამზარეულო და მაღალი ჭერი ქმნის დამატებით სიმყუდროვეს სახლში. სახლის პროექტით გათვალისწინებული ბინების გეგმარება, მომხმარებელს აძლევს ფართო არჩევანის შესაძლებლობას: ჩვენთან შესაძლებელია შეიძინოთ ბინა როგორც 35მ2  ასევე 120მ2.

კორპუსის ყოველ სართულზე განლაგებული იქნება კონდიციონერების, ბოილერებისა და ელექტროგაყვანილობისათვის განკუთვნილი ტექნიკური ზონა. ყოველივე ამის ტექნიკურ ოთახში განთავსება საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ ადგილის ეკონომია თქვენს ბინაში და შეიქმნათ დამატებითი სიმყუდროვე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფასადზე კონდიციონერების დაყენებას, არსად გარდა აივნებისა, რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემატურია იმ კორპუსებში სადაც ტექნიკური ოთახი არ არის.

საერთო მოხმარების ობიექთბი ისეა გათვლილი, რომ მათი ექსპლუატაცია იყოს მოსახერხებელი: ფართო, ვრცელი სადარბაზო; სამგზავრო და სატვირთო ლიფტი; პარკინგი და საბავშვო მოედანი; 24 საათიან რეჟიმში მომუშავე რესეპშენი; დაცვა 24/7. იმის გარდა, რომ GBC-ში გათვალისწინებულია ყველაფერი კომფორტული ცხოვრებისათვის, მას აქვს აგრეთვე ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ბათუმში.

GBC პროექტი მოიცავს ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ბათუმში: ბლოკი A და ბლოკი B. A ბლოკის მშენებლობა დაიწყო 2017 წლის ივლისსში, და დასრულდება 2019 წლის მაისში . B ბლოკის მშენებლობა კი იწყება 2020 წლის მარტში და დასრულდება 2022 წლის მარტში.

Copyright (c) 2018 All rights reserved by GEVERSE