ზღვიდან 900მ
14 სართულიანი სახლი
ზღვიდან 900მ
14 სართულიანი სახლი
Geverse Batumi Complex-ის შექმნისას, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით არა მარტო პროექტის ტექნიკურ მხარეს, არამედ ადგილმდებარეობასაც. ადგილმდებარეობის არჩევისას, ყურადღებას ვანიჭებდით ისეთ ფაქტორებს როგორებიცაა: ზღვასთან სიახლოვე, განვითარებული ინფრასტრუქტურის არსებობა(მაღაზიები, სკოლები, კაფეები...), სარეკრეაციო ზონების სიახლოვე(6 მაისის პარკი, ბათუმის ბულვარი, საბაგირო გზა და ა.შ)
მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჩვენ მოვახერხეთ საუკეთესო ადგილის არჩევა. 26 მაისის №50-56-ში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი ადვილად მისადგომია, როგორც გორგასლისა და ზუბალაშვილის ქუჩებიდან, ასევე ჭავჭავაძის ქუჩიდან, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა ბათუმში. ახლოს მდებარეობს ბათუმის I სკოლა, საბავშვო ბაღები, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი და აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საბავშვო გასართობი ცენტრები, და დელფინარიუმი. ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტების სიახლოვე ყველა მშობლისათვის მნიშვნელოვანია. GBC-ს საცხოვრებელ კომპლექსთან ახლოს მდებარეობს ასევე საოჯახო დასვენების ადგილებიც, როგორებიცაა; ძველი ბულვარი, 6 მაისის პარკი, ევროპის მოედანი და სხვა.
ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსის უდავო უპერატესობა, სხვა დადებით მომენტებთან ერთად, ზღვასთან სიახლოვეც გახლავთ. მე-9-ე სართულზე და მის ზემოთ განთავსებული ბინების ფანჯრიდან, იშლება არაჩვეულებრივი ხედი ზღვაზე, მთებზე და ძველ ბათმზე, რაც თქვენს საცხოვრებელს, კომფორტულთან ერთად, კიდევ უფრო სასიამოვნოხ გახდის. ჩვენგან ორ ნაბიჯში (10მ) განთავსებულია მე-19-ე საუკუნეში აგებული, აჭარის კულტურილი მემკვიდრეობის ძეგლებს შორის შესული, ბათუმის სახანძრო შენობა.
GBC-ს წინ, ქუჩის მეორე მხარეს, მდებარეობს ბათუმის უძველესი სახანძროს შენობა, რომელიც აიგო XIX საუკუნის ბოლოს, ორი ქუჩის გასაყარზე, რომლებსაც დღესდღეობით ეწოდება ზუბალაშვილის და 26 მაისის ქუჩები. შენობას აქვს ლათინური L-ის ფორმა, არის ორსართულიანი და აქვს წითელი ფასადი.
შენობის აგების პერიოდში, სახანძროს კოშკი ბათუმის ყველაზე მაღალი შენობა იყო. მაშინდელი მთავრობა კრძალავდა ბათუმში მოცემულ კოშკზე მაღალი შენობის აგებას. დღესდღეობით, როდესაც ბათუმს ვაკვირდებით, რთული წარმოსადგენია, რომ ამ თანამედროვე მრავალსართულიან ქალაქში ოდესღაც ყველაზე მაღალი ნაგებობა ორსართულიანი იყო, საიდანაც მთელი ბათუმი ხელის გულივით ჩანდა.
ბათუმის სახანძრო, ეს ის ნაგებობაა, რომელიც აჭარის ისტორიის ნაწილს ინახავს. სწორედ ამიტომ ის აღიარებულია, როგორც საქართველოს არქიტექტურის ძეგლი. და მიუხედავად მისი ისტორიისა და სიძველისა, ის დღესაც მოქმედია.