ზღვიდან 900მ
14 სართულიანი სახლი
ზღვიდან 900მ
14 სართულიანი სახლი
Geverse Development-ი ყველაფერს აკეთებს იმასათვის რომ უძრავი ქონების ყიდვა თქვენთვის იქცეს მომგებიან ინვესტიციად. სწორედ ამ მიზნით შევიმუშავეთ უძრავი ქონების შეძენისათვის, მოქნილი გადახდის პირობები:
თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებისას, კეთდება ფასდაკლება: ბინის მთლიან ღირებულებას აკლდება 3%.
თანხის ნაწილობრივი დაფარვის შემთხვევაში (არაუმცირეს 50%-ისა), ხელშეკრულების გაფორმეფისას, თქვენი ფასდაკლება იქნება 2,5% ბინის მთლიანი ღირებულებიდან.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ ბინებს უპროცენტო განვადებით, რომელიც გულისხმობს ყოველთვიურ შენატანს 2023 წლის ბოლომდე
ჩვენთან ბინის შესაძენად, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ბანკს და აიღოთ იპოთეკური სესხი.
ყველა უცხოელი მოქალაქის წინაშე, რომელსაც სურს საზგვარგარეთ უძრავი ქონების ყიდვა, დგება კითხვის წინაშე, თუ რა პროცედურები არის საჭირო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში, და ასევე რა იურიდიული და საგადასახადო ვალდებულებები წარმოიშვება მოცემული ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.
დღეს უძრავი ქონების ყიდვის და გაფორმების პროცედურა მაქსიმალურად სწრაფი და მარტივია. საჭიროა მხოლოდ ბინის მყიდველსა და გამყიდველს შორის ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომ ამ ხელშეკრულების დარეგისტრირება იუსტიციის სახლში. მთელი პროცედურა წაგართმევთ მაქსიმუმ ერთ დღეს, ხოლო დოკუმენტებიდან დაგჭირდებათ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ ფიზიკურ პირს არ აქვს შემოსავალი საქართველოში, ამ შემთხვევაში ქონების გადასახადი მისთვის შეადგენს 0%-ს. მოცემული პირობა ხელსაყრელია სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის. იგივე პირობა ნარჩუნდება იმ პირებისთვისაც, ვისაც საქართველოში აქვს შემოსავალი, რომელიც არ აღემატება 40000 ლარს წელიწადში.
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს უძრავი ქონების დისტანციურად შეძენასაც(იმ შემთხვევაში თუ იმყოფებით საზღვარგარეთ. ანუ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ აპარტამენტის მფლობელი, ბათუმში ჩამოუსვლელადაც. ამისათვის საჭიროა მხოლოდ მინდობილი პირი რომელიც წარადგენს თქვენს ინტერესებს ბინის გამყიდველთან და იუსტიციის სახლში.